ფოტოგრაფი ენტონი ტირა,რომელიც კენიაში მდებარე „მასაი მარა პარკში“ აწარმოებდა გადაღებას, უჩვეულო ზებრის დანახვამ გააკვირვა.
პატარა ზებრას ჩვეულებრივი ზებრებისაგან განსხვავებით შავი ფერის, თეთრად დაწინწკლული ბეწვი აქვს, რისი მიზეზიც, როგორც აღმოჩნდა პიგმენტაციის დარღვევაა.
ახალდაბადებული ზებრა უნიკალურია – პიგმენტაციის მსგავსი დარღვევით აღნიშნული სახეობის წარმომადგენელი კენიაში აქამდე არასდროს შეუნიშნავთ.
როგორც აღმოჩნდა, ცხოველს მელანიზმი აქვს. ეს ალბინიზმის საპირისპირო მოვლენაა, რომელიც მელანინის სიჭარბით არის გამოწვეული.
ადგილობრივი გარემოს დამცველების და სპეციალისტების განცხადებით, მსგავსი მოვლენა კენიაში აქამდე არასოდეს უნახავთ, თუმცა აფრიკის რამოდენიმე სხვა პარკში აქამდეც დაბადებულან ზებრები, რომლებსაც მელანიზმის ნიშნები ჰქონდათ.
პატარა ზებრას,რომელიც სავარაუდოდ ერთი კვირის წინ დაიბადა, სახელი „ტირა“ მისი აღმომჩენი ფოტოგრაფის პატივსაცემად დაარქვეს.