მსოფლიოს მეორე ჩოგანი ანჟელიკ კერბერი 2018 წელს გერმანიის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა.
30 წლის კერბერმა უიმბლდონი და სიდნეის ტურნირი მოიგო.
გერმანელმა უიმბლდონის ფინალში სერენა უილიამსი 6:3, 6:3 დაამარცხა.
„დიდი სლემის“ დანარჩენ სამ ტურნირში მან მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიაღწია.
დაჯილდოვების ცერემონიისას, კერბერმა აღნიშნა ველომრბოლი კრისტინა ფოგელი, რომელმაც 26 ივნისს, ვარჯიშის დროს დაცემისას ხერხემლის ტრავმა მიიღო და პარალიზებული დარჩა.
„კრისტინა, შენ მაგალითი ხარ ბევრი ადამიანისთვის. შენ აჩვენე ნამდვილი ბრძოლის ჟინი,“ – აღნიშნა კერბერმა.
კერბერი მეორედ გახდა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი. პირველად ეს პრიზი მან 2016 წელს მიიღო.
