LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო და საჯარო დაწესებულებები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ – გიორგი გახარიას რეკომენდაცია

286
BeFunky-collage - 2020-10-15T134012.914

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, კერძო და საჯარო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, შესაძლებლობის მიხედვით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებით აღნიშნული რეკომენდაცია კერძო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინაიდან საკითხისადმი არასერიოზულმა მიდგომამ შესაძლოა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაართულოს. პრემიერმა ამის მაგალითად გუშინ ფოთში, ერთ-ერთ საწარმოში 100-მდე დაინფიცირებული თანამშრომლის მაგალითი მოიყვანა.

“კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოებზე უნდა გადავიდეთ, ყველა სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ ეს არის რეკომენდაცია და მეორეა – ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ ან საწარმოებმა, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობდით მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, ის, რაც მოხდა ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100 ინფირცირებული გამოვლინდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საქმეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g