LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო სახლები ყველაზე მეტად ჩუღურეთში გაძვირდა, ბინები კი მთაწმინდის რაიონში

202
tbilisi-amindi-45145

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) გასულ წელთან შედარებით 13%-ით მოიმატა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, წლიურ ჭრილში ფასები ბინებზე 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2%-ით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში, უბნების მიხედვით კერძო სახლები ყველაზე მეტად ჩუღურეთში გაძვირდა, სადაც წლიურ ჭრილში ერთ კვადრატულ მეტრზე ზრდამ 658 ლარი შეადგინა. 500 ლარზე მეტად გაძვირდა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება დიდუბის რაიონში. ფასები უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირდა კრწანისსა და ისანში. მეორე კვარტალში კერძო სახლების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი და წლიური ცვლილება თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:

მთაწმინდა – 3 776 ლარი, ზრდა 561
ვაკე – 3 674 ლარი, ზრდა 534
საბურთალო – 2 811 ლარი, ზრდა 305
დიდუბე – 2 628 ლარი, ზრდა 556
ჩუღურეთი – 2 622 ლარი, ზრდა 658
ისანი – 2 287 ლარი, კლება 100
კრწანისი – 2 272 ლარი, კლება 23
ნაძალადევი – 2 170 ლარი, ზრდა 332
სამგორი – 2 123 ლარი, ზრდა 90
გლდანი – 1 955 ლარი, ზრდა 351

რაც შეეხება ბინების სეგმენტს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უბნების რეიტინგი არ შეცვლილა, თუმცა ფასი ყველგან გაიზარდა და ზრდის დიაპაზონი 260-830 ლარის ფარგლებშია. ყველაზე დიდი ზრდა მთაწმინდის რაიონშია, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ბინის ფასმა 828 ლარით მოიმატა. გარეუბნებში წლიურ ჭრილში ბინები ყველაზე მეტად ისნისა და გლდანის რაიონებში გაძვირდა, შესაბამისად 1მ²-ზე ფასმა 337 და 333 ლარით მოიმატა. ბინების სეგმენტში ფასი და ცვლილება ასეთია:

მთაწმინდა – 5 167 ლარი, ზრდა 828
ვაკე – 4 404 ლარი, ზრდა 559
კრწანისი – 3 417 ლარი, ზრდა 480
საბურთალო – 3 397ლარი, ზრდა 470
ჩუღურეთი – 3 284 ლარი, ზრდა 428
დიდუბე – 3 131 ლარი, ზრდა 317
ნაძალადევი – 3 006 ლარი, ზრდა 226
ისანი – 2 917 ლარი, ზრდა 337
გლდანი – 2 891 ლარი, ზრდა 333
სამგორი – 2 718 ლარი, ზრდა 267

mazda magti 5g