LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირება გაუქმდა

73
250184675-0-200-3072-1938-1920x0-80-0-0-228e86691968029be2b2c00c09099607

დღეიდან, გარკვეულ კერძო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისთვის სავალდებულო ტესტირება გაუქმდა. ინფორმაცია jandacva.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. საუბარია სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებში, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში, რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პირებზე. ამასთან, ტესტირება მოქმედი წესით შენარჩუნდა სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის.

შეგახსენებთ, ჩამოთვლილ დაწესებულებებში პერსონალის გარკვეული ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, სავალდებულო წესით იტესტებოდა.

წყარო: jandacva.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g