LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უქმე დღეებში კერძო სექტორს მუშაობა არ ეკრძალება

96
0602opening

უქმე დღეებში კერძო სექტორს მუშაობა არ ეკრძალება. ბიზნესს არჩევანის თავისუფლება აქვს და საქმიანობის შეჩერება მათთვის სავალდებულო არ არის, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის შეზღუდვა, ეს არის უქმე დღე და მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა. „ერთადერთი არის ის, რომ დაშვებულია გამონაკლისები მათთვის, ვისაც უქმე დღეები არ ეხება, მაგალითად, ფარმაცევტული სექტორი, მშენებლობები და ა.შ.“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები