LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორიგი ჩაკეტვის შემთხვევაში ჩვენი სფერო 20 წლით უკან დაიხევს, დავიხურებით და ჩვენი კადრები ქვეყანას დატოვებენ“ – რესტორატორი

157
daketilia

„მორიგი ჩაკეტვის შემთხვევაში ჩვენი სფერო 20 წლით უკან დაიხევს, დავიხურებით და ჩვენი კადრები ქვეყანას დატოვებენ“ – ამის შესახებ BMG -სთან რესტორატორი თინა ვაშაკიძე აცხადებს. მან COVID დადებითობის მაჩვენებლების ზრდის ფონზე, სექტორის პროგნოზებზე ისაუბრა.

„სექტორს გვეშინია, რომ კიდევ ჩავიკეტებით, ეს მოლოდინი გვაქვს, როგორც რესტორატორებს, ასევე ბიზნესის მფლობელებს და კადრებს. როდესაც დღეს ადამიანები გასაუბრებაზე მოდიან, პირველი შეკითხვა აქვთ: ხომ არ ჩავიკეტებით? შესაბამისად, ეს სფერო, პანდემიამ ძალიან არაპროგნოზირებადი გახადა და დასაქმება ჩვენს სფეროში აღარ არის მიმზიდველი. შიში გვაქვს და გეგმა არ გვაქვს. მხოლოდ ბიზნესსექტორი ვერაფერს ვიზამთ, უნდა იყოს ერთობლივი სტრატეგია და რაც მთავარია, დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, რაც არ იყო წინა ჩაკეტვებისას”, – ამბობს თინა ვაშაკიძე BMG-სთან.

მისივე განმარტებით, მორიგი ჩაკეტვის შემთხვევაში, სარესტორნო ბიზნესი მინიმუმ 20 წლით უკან დაიხევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები