LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე თუ ჩვენ ვერ მივიღებთ მილიონამდე ორჯერ აცრილ ადამიანს, კიდევ დავდგებით რეგულაციების წინაშე – შოთა ბურჯანაძე

113
20210513224355

შესაძლოა, ქვეყანაში არსებულმა ვაქცინაციის ნელმა ტემპმა, რეგულაციების წინაშე ხელახლა დაგვაყენოს. საკითხზე რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე საუბრობს და ამბობს, რომ წლის ბოლომდე დამატებით 1 მლნ ადამიანი ორჯერადად აცრილი თუ არ იქნება, ქვეყანა ისევ შეზღუდვების წინაშე დადგება. მის კომენტარს კი „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.

„საზოგადოების 25%-მდეა ორჯე აცრილი, ეს არის უდიდესი პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ციფრი ყოველდღიურად იკლებს და მატებაში არ არის იმუნიზაციის პროცესი, ეს დამატებით პრობლემას ქმნის. წლის ბოლომდე თუ ჩვენ ვერ მივიღებთ დაახლოებით დამატებით მილიონამდე ორჯერ აცრილ ადამიანს, ჩვენ ვერ გადავლახავთ ამ პრობლემას და ისევ დავდგებით ზამთრის შემდეგ ჩაკეტვის, დამატებითი რეგულაციების და აშ შეზღუდვების წინაშე”, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 720 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად (ორი დოზით) ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი.

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ ჩატარდა 1 655 040 აცრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები