„ვიზიტორის“ სტუმარი კესარია აბრამიძე იყო. საუბარი მისი ცხოვრების გარშემო წარიმართა.
– როგორ დაიმკვიდრა კესარიამ ადგილი საზოგადოებაში?
– ამაზე არ მიმუშავია და ყველაფერი თავისით მოხდა.
– როგორ ფიქრობ, აღიაიზანებ თუ არა ადამიანებს?
– სოციალურ ქსელში ნებისმიერ ადამიანზე წერენ უარყოფით კომენტარებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა არ მქონია.
– შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ასე ღიად გამოვიდა და საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა.
– კი, მაგრამ ესეც ძალიან შემთხვევით მოხდა. 17 წლის ვიყავი, ტელეკომპანია „მზეზე“ ვიყავი გადაცემაში „ტაბუ“. მაშინ კამერების ძალიან მეშინოდა. ამის მერე ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში დავიწყე მუშაობა. რა თქმა უნდა, ბევრ რამეში ხელი ჩემმა გარეგნობამაც შემიწყო.
– მოგიწია თუ არა ბევრი სირთულის გადალახვა?
– მნიშვნელობა არ აქვს ეს ორიენტაციაა თუ სხვა პირადი საკითხი, როდესაც გაქვს მიზანი, უნდა მისკენ იმოძრაო და არ უნდა გაინტერესებს, რას იტყვის ამის შესახებ შენი მეზობელი მანანა. აღმოჩნდა, რომ ვარ ძლიერი ადამიანი და ჩემთვის კომფორტულად ვცხოვრობ. ყოველთვის ასე რქებით მივდიოდი ცხოვრებაში. გამტანი ვარ.
– როდესაც გამოჩნდი საზოგადოებაში, ბევრი რამ შეიცვალა. ოჯახის წევრებისთვის ალბათ თავიდან მოულოდნელი იყო, თუმცა ახლა, როგორც ვიცი კარგი ურთიერთობა გაქვს ყველასთან…
– კი, დედასთანაც, მამასთანაც. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. რა თქმა უნდა, გარდატეხის ასაკში მქონდა პრობლემები, რომელმსაც განსაკუთრებით მამა ვერ ეგუებოდა, მაგრამ ღვთის წყალობით ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.
– რა პერიოდი დაგჭირდა ამისთვის?
– ალბათ 2 წელი.
– შენს მერე ბევრმა ადამიანმა გაბედა და საკუთარი ორიენტაციის შესახებ ხმამაღლა კამერების წინ ისაუბრა…
– ალბათ მათ მე მივეცი სტიმული და გავუკვალე გზა. ზოგი არასწორად აკეთებს ამას, მაგრამ მე არ მაქვს უფლება ვინმე განვსაჯო, ჩემი გზა მაქვს, რომელსაც არ გადავუხვევ.
– მეგობრები თუ გყავს?
– საქართველოში არ მყავს მეგობრები, ერთია ქართველი, რომელიც აქ არ ცხოვრობს, დანარჩენი ყველა უცხოელია.
– ქალებისგან შური თუ გიგრძვნია?
– კი, ძალიან ხშირად და დიდი დოზით მოდის შური, თან ნაკლებად შესახედი ქალებისგან.
– ალბათ ხშირად ექცევი ყურადღების ცენტრში… ძალიან ლამაზი ხარ…
– კი, მაგალითად საშოპინგოდ რომ მივდივარ ხშირად მესმის კომპლიმენტი ჩემი მისამართით.
– მხოლოდ კომპლიმენტი გესმის?
– მე არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მოეყენებინა და ისე არ ვიცი.
– ყოველდღიურად იყენებ მაკიაჟს?
– ვფიქრობ, რომ ყველა ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში საღამოს მაკიაჟით უნდა იჯდე. ვცდილობ, ყოველ დღე უბრალოდ სუფთა სახით ვიარო, მუდმივად მაკიაჟი დისკომფორტს მიქმნის. სადმე თუ მივდივარ, მაგალითად გადაღებაზე შემიძლია 2 საათი ვიკეთო მაკიაჟი.
– დაცვით თუ გივლია?
– არა, არასოდეს.
– სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ არის ერთი გმირი, ტრანსგენდერი, როგორ შეაფასებდი?
– საკმაოდ კარგად დავახასიათებდი ამ ყველაფერს და დიდ მადლობას ვეტყვი სცენარისტს, რომ ეს პრობლემა წინ წამოწია. ასე ხდება დღეს ნამდვილად , რეალობაა და მე ვფიქრობ, რომ ადამიანები ტრანსგენდერების მიმართ ცოტა უფრო ლოიალურები უნდა იყვნენ.
– კესო, პლასტიკურ ქირურგიას რამდენად ხშირად მიმართავ?
– ასეთი ოპერაციების მიმართ ცუდი დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს. სახეზე არცერთი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული, მხოლოდ ფილერები და ბოტოქსები. თუ ოდესმე გავიკეთებ, აუცილებლად გეტყვით და არ დავმალავ. ზოგადად ისეთი ადამიანები მალავენ, რომლებიც ოპერაციამდე „ნიანგებს“ გავდნენ.
– მონაწილეობა გაქვს მიღებული სერიალებში…
– კი, არსებობს რამდენიმე სერიალი.
– რა რეაქცია აქვს ამაზე შენს ბოიფრენდს?
– ამ სერიალებში მონაწილეობა იქამდე მაქვს მიღებული, სანამ მას გავიცნობდი. თუმცა როდესაც ვიდეოებს უყურებს, ცოტა „მეგრუზება“ ხოლმე (იცინის).
– ეჭვიანია?
– ძალიან.
– სად გაიცანით ერთმანეთი?
– საერთო მეგობრებთან.
– ხშირად წერ, რომ ძალიან ბევრს განებივრებს და უამრავ საჩუქარს გიკეთებს. ცოტა ხნის წინ მისი ფოტოც გამოაქვეყნე, თუმცა მალევე წაშალე…
– კი ასე იყო. მოდი, ამ ფოტოზე ნუ ვისაუბრებთ. ვისაც რა უნდა ის იფიქროს.
– ქართველია?
– კი, რა თქმა უნდა.
– რას საქმიანობს?
– დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ რამდენჯერაც პირადზე საჯაროდ ვისაუბრე, იმდენი პრობლემები შემექმნა და გადავწყვიტე, ეს თემა დავხურო. ასე უფრო კომფორტულად ვარ.
– ერთად ცხოვრობთ?
– ხშირად ერთად ვართ კი, დღისითაც და ღამითაც.
– მისმა ოჯახმა თუ იცის ამის შესახებ?
– ნაწილმა იცის, ვისაც თვლის საჭიროდ, რომ იცოდეს. არც მაინტერესებს, სიმართლე რომ გითხრა, ჩემთვის იმდენად კარგი ადამიანია და იმდენად მიყვარს, რომ ასეთ დეტალებს არ ვეძიები.
– რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
– 6 თვეა.
– როგორ აგიხსნა სიყვარული?
– სიყვარულის ახსნა ცოტა ბავშვური თემაა. ურთიერთობაში და მის საქციელში იგრძნობა, რომ ვუყვარვარ.
– ერთ-ერთ გადაცემაში იყო სიუჟეტი, სადაც ინდოეთში შვილის თაობაზე იყავი წასული…
– კი, ნამდვილად ასეა. მე წინდახედული ადამიანი ვარ, გავაკეთე ჩემი გენეტიკური მასალების გაყინვა და როდესაც მზად ვიქნები დედობითვის, სუროგაციის საშუალებით ჩემი საკუთარი შვილი მეყოლება.
– რამდენი წლის ხარ?
– 28-ის.
– ამბობენ, რომ საქართველოდან წასვლას გეგმავ…
– არა, საქართველოში თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა მოგზაურობა ძალიან მიყვარს.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
– კი ბევრი მწერს. ადრე ვკითხულობდი ხოლმე მათ მოწერილს, მაგრამ ახლა სრულ იგნორში მყავს, რადგან ჩემს შეყვარებულთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ და არ მაინტერესებს სხვები.
– ყველაზე საშინელი ჭორი, რაც შენს თავზე გსმენია…
– ის, რომ მომკლეს. ზოგადად, ჭორებზე არ ვრეაგირებ და დიდად არ მაინტერესებს.
– კესო, ბევრს აინტერესებს, თუმცა შეგიძლია ამ კითხვაზე არც მიპასუხო, რადგან ძალიან პირადია… გაიკეთე თუ არა სქესის შეცვლის ოპერაცია?
– იცით რა, თავს ქალღმერთად უფრო ვგრძნობ, ვიდრე ქალად – ასე დავამშვიდებ ამ ცნობისმოყვარე ადამიანებს.
– სახლში ტრიალი თუ გეხერხება?
– სანამ ჩემს მეგობარ ბიჭს შევხვდებოდი, არ მეხერხებოდა, მაგრამ ახლა სტიმული მაქვს და მსიამოვნებს, როდესაც ვუმზადებ.
– ჩაცმაზე თუ აქვს პრეტენზია?
– (იცინის) ბევრჯერ უთქვამს, არ მეგონა ქალი მე ასეთ მოკლე კაბას თუ გამიბედავდაო.
– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– სახლში ჩემს ბიჭთან ერთად.
– შენს ბოიფრენდს შვილის სურვილი თუ აქვს?
– ჯერ 6 თვეა ერთად ვართ და ალბათ ადრეა მაგაზე ლაპარაკი.
– ხშირად იმართება სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერი აქციები, შენ თუ მიგიღია მონაწილეობა?
– მე ვუთანაგრძნობ, მაგრამ არასოდეს ვმონაწილეობ, ქუჩაში გამოსვლისთვის არ არის ქართული საზოგადოება მზად. მე უბრალოდ მგონია, რომ სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერი აქციებით ბევრი ხელს ითბობს უბრალოდ. ბედნიერებისთვის ქაღალდზე ბეჭედი არ არის საჭირო და მითუმეტეს მის გამო აქციების გამართვა.
– ფსიქოლოგიური დახმარებისთვის თუ მოუმართავთ შენთვის?
– კი, ხშირად მწერენ თავის პრობლემებზე და თუ მაქვს დრო, ვცდილობ გავცე პასუხი.
– ეკლესიაში თუ დადიხარ?
– ამ თემაზე არ მინდა საუბარი. ისე, ბავშვობაში აქტიურად დავდიოდი ეკლესიაში, ვაბარებდი აღსარებებს. დღეს, ვერ გეტყვით, რომ ყველა წესის დაცვით ეკლესიურად ვცხოვრობ, მაგრამ მწამს.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი