დღეს ქართველი მოჭადრაკე, საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის ჩემპიონის, ნანა ალექსანდრიას დაბადების დღეა. ის 75 წლის დახდა.
ამ დღესთან დაკავშირებით გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში ჭადრაკის დიდოსტატის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს „კესო აშკარად ნანას დაემსგავსა“.
„მჯერა, ქალბატონი ნანა არა მარტო ჭადრაკში, არამედ სხვა საზოგადოდ სასიკეთო საქმეებში კიდევ იწყებს პარტიას თეთრებით და იმარჯვებს სახელოვნად“, „როგორი ლამაზია და საამაყო. ჯანმრთელობა და სიხარული ჰქონდეს მუდამ“, „დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ! ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ნანა ალექსანდრიას“, – უწერენ კომენტარებში.