LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი ,,ბალენსიაგას” ახალი სპორტული ფეხსაცმლის კამპანიაში

157
photo-collage.png (23)

კეტი პერი ,,ბალენსიაგას” სპორტული ფეხსაცმლის კამპანიის – On Repeat სახე გახდა. კამპანია ფოკუსირებულია ყოველდღიურ რუტინაზე, დისციპლინასა და შესრულებაზე.

სააგიტაციო ვიდეოში მომღერალი 2026 წლის გაზაფხულის კოლექციის ახალ ფეხსაცმლის მოდელს – Radar Sneaker უწევს რეკლამას.

Radar Sneaker, რომელიც ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორის, პიერპაოლო პიჩოლის ხელმძღვანელობით შეიქმნა თხელი და მოქნილი მოდელია და აღჭურვილია 360-გრადუსიანი შესაკრავი სისტემით, რაც ფეხზე მაქსიმალურ ფიქსაციას უზრუნველყოფს.

კამპანიის ფარგლებში გადაღებულ ვიდეოში პერი ვარჯიშის პროცესშია აღბეჭდილი. არტისტის განცხადებით, მისთვის დისციპლინა საკუთარი თავის პატივისცემასა და სიყვარულთან ასოცირდება.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის პარალელურად, Balenciaga-ს მუსიკალურ პლატფორმებზე ხელმისაწვდომია მომღერლის მიერ შედგენილი სპეციალური ,,ფლეილისტები”, რომლებსაც ის ვარჯიშის დროს თავად უსმენს.

ცნობისთვის, კეტი პერი მოდის სამყაროში ,,ბალენსიაგას” ერთ-ერთ აქტიურ გულშემატკივრად ითვლება და ხშირად ჩნდება ესპანური ლეიბლის ჩვენებებსა და ღონისძიებებზე, რითაც ხაზს უსვამს საკულტო ბრენდის მიმართ პატივისცემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები