LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ვალენტინობაზე დაინიშნნენ (ფოტო)

9853756-0-image-a-45_1550224184195

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაინიშნნენ. ინფორმაცია ამის შესახებ, 34 წლის შემსრულებლის დედამ, მერი ჰადსონმა გაავრცელა, რომელმაც ,,ფეისბუქზე” ვარსკვლავური წყვილის ფოტო წარწერით ,,წმინდა ვალენტინის დღეს დაინიშნნენ!” გამოაქვეყნა.

ოფიციალური განცხადება ნიშნობასთან დაკავშირებით თავად ამერიკელ მომღერალსა და ინგლისელ მსახიობს არ გაუკეთებიათ, თუმცა ცეცხლზე ნავთის დასხმა ,,გრემიზე” ნომინირებულ არტისტს კარგად გამოუვიდა.

ფოტოზე, რომელიც კეტიმ ,,ინსტაგრამზე” გააზიარა ჩანს, რომ მის მარჯვენა ხელის არათითს ძვირფასი ქვით გაფორმებული ბრილიანტის თვლებიანი ბეჭედი ამშვენებს.

შეგახსენებთ, რომ კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის რომანი 2016 წლის იანვარში დაიწყო. წყვილმა ურთიერთობის დასრულების შესახებ, 2017 წლის თებერვალში განაცხადა, თუმცა გასული წლის აპრილიდან ისინი კვლავ ერთად გამოჩნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები