კეტი პერი და ორლანდო ბლუმი შერიგების შესახებ ხმებს ამყარებენ. თავდაპირველად, ისინი ერთად ედ შირანის კონცერტზე შენიშნეს, ამჯერად კი ვარსკვლავები დასვენების პროცესში გადაიღეს.
32 წლის პერიმ და 40 წლის ბლუმმა სანტა-ბარბარას ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში ნომერი დაჯავშვნეს, თუმცა მთელი დღე მზიან სანაპიროზე გაატარეს. მსახიობი და მომღერალი ცდილობდნენ, შეუმჩნეველები ყოფილიყვნენ, ორივე მათგანს მზის სათვალე ეკეთა, ხოლო თავზე კეპი და შლაპა ეხურათ.
A post shared by 🌎 Celebrity WOTNOT 🎬 (@celebritywotnot) on
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პერიმ განაცხადა, რომ უყვარს, როდესაც კარგ ადამიანებთან ერთად ატარებს დროს, თუნდაც ეს მისი ყოფილი ბოიფრენდი იყოს. მომღერალმა ისიც დაამატა, რომ ამ ეტაპზე პირადისთვის არ სცალია, რადგან მსოფლიო ტურნესთვის ემზადება. რაც შეეხება ბლუმს, ის ჯერ კიდევ სიჩუმეს ინარჩუნებს.