25 ოქტომბერს, კეტი პერი 41 წლის გახდა. ამ დღეს არტისტი საფრანგეთში კონცერტს მართავდა, რა დროსაც მას სიურპრიზი მოუწყვეს.
ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სანახაობის ერთ-ერთ მომენტში მომღერლის მოცეკვავე სცენაზე ტორტით გამოვიდა და ათასობით მსმენელთან ერთად სადღესასწაულო სიმღერით – Happy Birthday შემსრულებელს დაბადების დღე მიულოცა.
მოულოდნელმა საჩუქარმა შემსრულებელს ცრემლები მოჰგვარა.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის პარიზში გამართულ პერფორმანსზე სრული ანშლაგი იყო.
ცნობილი გახდა, რომ კონცერტის შემდეგ, პერიმ იუბილე ახალი ბოიფრენდის, ჯასტინ ტრუდოს გარემოცვაში აღნიშნა.
კეტი პერისა და ჯასტინ ტრუდოს რომანი ოფიციალურად დადასტურდა