კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ამჯერად მალიბუს სანაპიროზე დააფიქსირეს. პაპარაცებმა წყვილი უიქენდზე გადაიღეს, როცა ისინი ყველასგან მალულად განმარტოებას ცდილობდნენ. რომანტიული ფოტოები სანაპიროზეა გადაღებული, სადაც მსახიობი და მომღერალი ფლირტაობენ.
ზოგადად პერისა და ბლუმის ურთიერთობა ძალზედ გასაიდუმლოებულია. წყაროები ამტკიცებენ, რომ ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ, თუმცა, ერიდებიან ურთიერთობის გასაჯაროებას. პირველად მათი ურთიერთობის შესახებ „ოქროს გლობუსის“ ცერემონიიდან გახდა ცნობილი. მას შემდეგ წყვილი არაერთხელ გადაიღეს ერთად.