LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”- გონჩარენკო

290
გო

უკრაინის უმაღლესი რადას ოპოზიციონერი დეპუტატი რუს ჯარისკაცებს მიმართავს:

„გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპანტი დანაკარგს განიცდის, ჩემი სიტყვები, რუსი ჯარისკაცების მისამართით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში- მეთქი, ბევრი მათგანის შემთხვევაში გამართლდა. ბევრი მათგანი ამ ჯოჯოხეთიდან უკან ვეღარ დაბრუნდება“, – ამბობს გონჩარენკო რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა - "გადაადგილებისას თან იქონიეთ პირადობის მოწმობა"

"მეტროსადგურები კი ამ დროის განმავლობაში თავშესაფრებად იქნება ხელმისაწვდომი"

შეგახსენებთ, 22 თებერვალს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ტრიბუნიდან მან სპეციალურად მიმართა რუს ჯარისკაცებს და გააფრთხილა ისინი, რომ უკრაინის მიწაზე მათ სიკვდილი ელოდათ, როგორც “ქოფაკ ძაღლებს”.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობა და შეიარაღებული ძალების აკეთებენ ყველაფერს, რათა შეაჩერონ და უკუაგდონ უკრაინის მიწაზე შემოსული რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც საბოლოო მიზნად ისახავენ უკრაინის დედაქალაქის აღებას.

განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g