ცოტა ხნის წინ მაიკ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი უელსში იმყოფებოდნენ, სადაც კეტრინს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამჯერეად კი მეუღლეები სენ-ტროპეს სანაპიროზე, საკუთარ იახტაზე ისვენებენ. დასვენების კადრები საფრანგეთიდან ინტერნეტში უკვე გავრცელდა. ფოტოებზე 49 წლის კეტრინი საზაფხულო კაბასა და შლაპაშია გამოწყობილი. 74 წლის მაიკლ დუგლასი შორტებსა და თეთრ მაისურში.
მეუღლეები ჯერ რესტორანში დააფიქსირეს, შემდეგ კი, პლაჟზე.