ინდოეთში, კერძოდ კი გოაზე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელსაც სხვა ბევრ ვარსკვლავთან ერთად კეტრინ ზეტა-ჯონსი და მისი მეუღლე, მაიკლ დუგლასი დაესწრნენ. მათ თან უფროსი ვაჟიც ახლდათ.
54 წლის კეტრინმა „ინსტაგრამზე“ ვიდეოები გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში ისინი გოას ქუჩებში სეირნობენ, მეორეში კი ტრადიციულ ინდურ წვეულებაზე იმყოფებიან. კეტრინ ზეტა-ჯონსმა 79 წლის მაიკლ დუგლასი ინდურ მუსიკაზე ააცეკვა.