LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

78 წლის მაიკლ დუგლასი ახალგაზრდა მეუღლის „ლუქებს“ თავის ტანისამოს უხამებს – კეტრინ ზეტა-ჯონსის თვალწარმტაცი „ლუქები“ პორტოფინოდან

1991
page

კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი იტალიაში, კერძოდ პორტოფინოში ისვენებენ. 53 წლის კეტრინი და 78 წლის მაიკლი პაპარაცებმა მეგობრებთან ერთად იახტაზე გადაიღეს. წყვილი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

კვლავ შეყვარებულები – კეტრინ ზეტა-ჯონსი 78 წლის მეუღლესთან ერთად პორტოფინოში ისვენებს

ახლახან წყვილის რომანტიკული ვოიაჟიდან ახალი ფოტოები გავრცელდა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა შეუდარებელი კეტრინ ზეტა, მისი ყოველი გამოჩენა ქუჩაში აღტაცებას იწვევდა.

მას ჯერ თეთრ ფერებში გადაწყვეტილი Camilla-ს გრძელი სარაფანი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 796 ევროა. შემდეგ კი მან  იასამნისფერი კაბა მოირგო, რომელიც პატარა ბრჭყვიალა თვლებით იყო მორთული.

53 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსის ეფექტური სელფი საცურაო კოსტიუმში

„კეტრინ ზეტა-ჯონსის რისხვა“ – 78 წლის მაიკლ დუგლასმა ქალიშვილს კაბაზე ფეხი დაადგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები