კევინ კოსტნერი PeopleTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მსახიობის თქმით, წლების წინ ლეგენდარული ფილმის „პირადი მცველის“ გაგრძელებაში პრინცესა დაიანას უნდა ეთამაშა.
სცენარის მიხედვით, კოსტნერი პრინცესა დაიანას მცველად იწყებდა მუშაობას და მას ის აგრესორებისგან უნდა დაეცვა. „გულების დედოფალი“, ასეთი იყო ფილმის პირობითი სახელწოდება, რომელიც დაიანას ძალიან მოეწონა. კონტრაქტის გაფორმების პროცესში შუამავალი სარა ფერგუსონი იყო, რომელმაც კოსტნერისა და დაიანს შეხვედრაც მოაწყო. კოსტნერი იხსენებს, რომ დაიანას თბილი ადამიანი იყო და მხოლოდ იმით დაინტერესდა, იქნებოდა თუ არა ფილმში კოცნის სცენა. დრამატული კი ისაა, რომ ფილმის სცენარი დაიანას გარდაცვალების წინა დღეს, 1997 წელის აგვისტოში გაუგზავნეს.