LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კევინ სპეისი „ემის“ ვეღარ მიიღებს

88

კევინ სპეისი „ემის“ ვეღარ მიიღებს, მიზეზი – პედოფილიასთან დაკავშირებული სკანდალია. ამერიკულმა სატელევიზიო პრემია „ემიმ“ გადაწყვიტა, რომ მსახიობს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის დაწესებული ჯილდო აღარ გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ მსახობმა და მუსიკოსმა ენტონი რაპმა სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შემთხვევა 1986 წელს მოხდა, მაშინ როცა ენტონი მხოლოდ 14 წლის იყო, სპეისი კი 26-ის.

აღსანიშნავია, რომ სპეისის განცხადებით მას მსგავსი რამ არ ახსოვს, თუმცა ბოდიში მაინც მოიხადა.

NEW YORK, NY – JUNE 11: Host Kevin Spacey performs onstage during the 2017 Tony Awards at Radio City Music Hall on June 11, 2017 in New York City. (Photo by Theo Wargo/Getty Images for Tony Awards Productions)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები