LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კევინ სპეისი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

75
კევინ-სპეისი

მსახიობი კევინ სპეისი ნიუ-იორკის ნაფიცი მსაჯულების კოლეგიამ უდანაშაულო ცნო. საქმე ეხება მსახიობ ენტონი რეპის ბრალდებას, რომელიც ოსკაროსან მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. გადაწყვეტილება მსაჯულებმა მტკიცებულებების არარსებობით ახსნეს და მოსამართლემ საქმე დახურულად გამოაცხადა.

ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან ძალადობაზე საუბარი 2017 წელს დაიწყო. ის ამტკიცებდა, რომ კევინ სპეისიმ მასზე 1986 წელს იძალადა, როცა ის 14 წლის იყო.

კევინ სპეისის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი ლონდონში გაიმართება, მას სექსუალურ ძალადობაში კიდევ სამი მამაკაცი ადანაშაულებს.

კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 4 საქმეზე ბრალი წაუყენეს

ვანესა რედგრეივი კევინ სპეისისთან ერთად ფილმში მონაწილეობაზე უარს ამბობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები