კევინ სპეისიმ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად ისაუბრა.
ცნობილმა მსახიობმა აღიარა, რომ მთელი ცხოვრება ბისექსუალი იყო, ამჟამად კი უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს.
ამერიკელმა ისიც აღნიშნა, რომ მისმა უახლოესმა გარემოცვამ სხვადასხვა სასიყვარულო ისტორიების შესახებ ყველაფერი იცის და ახლა კი მოვიდა დრო, როცა ამის შესახებ მსოფლიომაც უნდა გაიგოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სპეისი მისმა კოლეგამ ენტონი რეპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და აღნიშნული განცხადების გაკეთებაც ჰოლივუდელმა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა.
გამოცემა Buzzfeed News-ის ინფორმაციით, რაპმა და სპეისიმ ერთმანეთი 1986 წელს გაიცნეს, როდესაც ორივე ბროდვეის შოუში მონაწილეობდა. მაშინ რაპი 14 წლის იყო, სპეისი კი 26-ის. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ინციდენტი, რომელიც მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. როგორც რაპი ყვება, სპეისიმ ის საკუთარ ბინაში დაპატიჟა და მასთან კავშირის დამყარებას შეეცადა. ენტონი რეპი წლების განმავლობაში ამის შესახებ არავის უყვებოდა.
კევინის განცხადებით, მსგავსი შემთხვევა მას უბრალოდ არ ახსოვს და თუკი ეს მართლა მოხდა ის კოლეგას გულწრფელ ბოდიშს მოუხდის.