LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კევინ სპეისიმ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად ისაუბრა

67

კევინ სპეისიმ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად ისაუბრა. ცნობილმა მსახიობმა აღიარა, რომ მთელი ცხოვრება ბისექსუალი იყო, ამჟამად კი უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს. ამერიკელმა ისიც აღნიშნა, რომ მისმა უახლოესმა გარემოცვამ სხვადასხვა სასიყვარულო ისტორიების შესახებ ყველაფერი იცის და ახლა კი მოვიდა დრო, როცა ამის შესახებ მსოფლიომაც უნდა გაიგოს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სპეისი მისმა კოლეგამ ენტონი რეპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და აღნიშნული განცხადების გაკეთებაც ჰოლივუდელმა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. კევინის განცხადებით, მსგავსი შემთხვევა მას უბრალოდ არ ახსოვს და თუკი ეს მართლა მოხდა ის კოლეგას გულწრფელ ბოდიშს მოუხდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები