LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 4 საქმეზე ბრალი წაუყენეს

134
კევინ სპეისი

BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკელ მსახიობ კევინ სპეისის სამ კაცზე სექსუალური ძალადობის 4 შემთხვევაზე ბრალი წაუყენეს.

როგორც გამოცემა წერს, რომ 62 წლის მსახიობს ბრალი 2005-2013 წლებში მომხდარ შემთხვევებზე დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ წაუყენა.

2017 წლის ნოემბერში, ლონდონის თეატრში Old Vic მსახიობის წინააღმდეგ ოცამდე კაცის საჩივარი შევიდა. დაზარალებულთა თქმით სპეისიმ მათზე სექსუალურად იძალადა. ინციდენტები 1995 და 2013 წლებში მოხდა.

პირველი ბრალდება სპეისის მიმართ მსახიობმა ანტონი რაპმა წამოაყენა გამოცემა “ბაზფიდისთვის” 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში.

მან აღწერა, თუ როგორ ცდილობდა სპეისი მასთან არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარებას კევინ სპეისი 1986 წელს, როდესაც რაპი 14 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g