მასაჩუსეტსის შტატის პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა დავა მსახიობ კევინ სპეისის წინააღმდეგ, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. მედია წერს, რომ დავა 59 წლის მსახიობის წინააღმდეგ დასრულებულია.
საქმე ეხება 2016 წლის ინციდენტს, როდესაც მსახიობს ტელეწამყვან ხიზერ უნრუს შვილის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. პროკურატურის ინფორმაციით, დავა მას შემდეგ შეწყდა, რაც დაზარებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პროკურატურაში კევინ სპეისის მხრიდან ძალადობის შესახებ ერთდროულად რამდენიმე საქმე შევიდა. ამის გამო მსახიობმა სამსახიობო კარიერაც დაასრულა.