LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეზერაშვილი არის სეკრეტ სანტა, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი გვაჩუქა“ – ირაკლი კობახიძე

157
Untitled design (2)

„კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი – დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი რესურსი ფულია. კობახიძეს ძნელად წარმოუდგენია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს, თუნდაც 30%-იანი ნდობის შენარჩუნება, გამომდინარე იმ რეპუტაციიდან, რომელიც კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და ხაბეიშვილს აქვთ.

„ფული არის მათი ერთადერთი რესურსი. რაც შეეხება რეპუტაციას, აქ სერიოზულად უჭირთ. რეალურად, რაც არის „ნაცმოძრაობის“ რესურსი, ისინი ეცდებიან, რომ ის რესურსი შეინარჩუნონ. რამდენად მოახერხებენ ამ დაახლოებით 30-პროცენტიანი რესურსის შენარჩუნებას, ესეც ვნახოთ.

რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარისა და ბიზნესის რეკეტისა და ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს ნაცმოძრაობაში. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, გახსნიან მეორე ფრონტს და ა.შ. ესეც იყო 7 ნოემბრის ავტორი, 26 მაისის ავტორი, „იმედში“ შემოჭრის ავტორი, ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი – დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

mazda magti 5g