LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KFC-მ თბილისში ახალი რესტორანი გახსნა

1264

სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა KFC-იმ თბილისში ახალი რესტორანი გახსნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მსოფლიოში სახელგანთქმული სწრაფი მომსახურების რესტორნების ქსელი, სპეციალიზირებული ქათმის კერძების მომზადებაზე, აგრძელებს გაფართოებას. მომხმარებლებისათვის KFC-ის მესამე ობიექტი თბილისში ჭავჭავაძის 26 ში გაიხნა.

მათივე ინფორმაციით, რესტორანი 240 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და 75 სტუმარზეა  გათვლილი. აღნიშნული ობიექტის გახსნისთვის კი 400 000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა.

„ქსელი ფართოვდება. დღეს გავხსენით ახალი რესტორანი ჭავჭავაძის 26 ში. საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობდა ქალაქის ამ უბანში და დღეიდან  გვიხარია, რომ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მიირთვას ქათმის უგემრიელესი პროდუქცია. აგვისტოს ბოლოს კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნება ”ისანი მოლში”, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ ერთი ობიექტი შეემეტება თბილისს.  ჩვენი  მიზანია, ქსელი გახდეს უფრო მასშტაბური და ადვილად ხელმისაწვდომი მომხმარებელთათვის”,  – განაცხადა ”ქეი-ეფ-სის” მარკეტინგის დირექტორმა მაკო მეტრეველმა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან კომპანია  უკვე რეგიონების დაფარვასაც გეგმავს.

ცნობისთვის, KFC-ის ბრენდის ქვეშ 18 000-ზე მეტი რესტორანი ოპერირებს მსოფლიოს 115 ქვეყანაში, რომელთაგან 30% არის კორპორატიული, ხოლო – 70% ფრენჩაიზინგის ლიცენზიის თანახმად გახსნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები