LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით თარხან-მოურავი ფიქრობს, რომ ეგზიტპოლი რესტორანმა „KFC“-მ ჩაატარა

314

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დავით თარხან-მოურავი „აჭარის“ ტელევიზიის ეთერში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი პარტიის და რეიტინგების შესახებ შესახებ საუბრობდა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „ეგზიტპოლების ჩასატარებლად შემოიყვანეს „KFC“, რომელიც სრულიად არაკომპეტენტური და მატყუარა ორგანიზაციაა. რომ იცოდეთ, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის მსოფლიოში, ახლა კვლევები… ამიტომ ნუ დაუჯერებთ ნურავითარ კვლევებს და ეგზიტპოლებს. ჩვენ რეალურად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, თუ შენ მოხვალ და შემოხაზავ 8 ნომერს“ – აღნიშნა ტელევიზიასთან ინტერვიუში თარხან-მოურავმა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით საარჩევნო ეგზიტპოლი გერმანულ-ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია „GFK“-მ ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები