LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი უმრავლესობას: „თქვენი ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო შოვში, ასე მგზნებარედ დაიცავდით გომელაურს?“

159
Untitled design

პარლამენტში, სადაც დღეს ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ, ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვებით მიმართავენ.

„გაილახება“ – გიორგი ვაშაძის მიერ ვახტანგ გომელაურის მისამართით ნათქვამ რეპლიკებს „ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა

გომელაურს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმაც:

„ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს. ჯვარი სწერია, ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეკითხვა დამებადა. თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი, შვილი, ძმა, რომ ყოფილიყო იმ ადგილას, იტყოდით, რომ ათი საათის შემდეგ რომ თქვეს, რომ „შეწყდა სამაშველო ოპერაცია და მაინც არავინ არ გადარჩებოდა ახლა იქ“, ასევე მგზნებარედ დაიცავდით შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებულ გომელაურს?

თქვენი ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო იქ და 0,001% რომ ყოფილიყო გადარჩენის შანსი და ოპერაცია შეწყვეტილიყო, იტყოდით, რომ ნორმალურია?

15:10 წუთზე რომ შევიდა სამაშველოში ზარი და თქვენ იცოდით, რომ უმძიმესი ტრაგედია ხდებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში. რატომ არ ჩაერთო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე საათში?“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

შს მინისტრი: „შოვში ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას“

ხაბეიშვილმა შს მინისტრს მაშველების ანაზღაურებაზეც დაუსვა შეკითხვა:

„რომ ამბობთ, მაშველები გმირები არიანო, ბატონო ვახტანგ, ფარად რომ გამოიყენეთ მაშველები, ეს ხალხი იღებს ხელზე ათას ლარს, ოთხას ლარს სესხში ტოვებს და კიდევ მერე კომუნალურებს იხდიან.

გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ სცივათ, რატომ სწყურიათ და თქვენ რატომ იყიდეთ 547 ათასად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ? ვარკეთილში ცხოვრობდით პირველ მიკრორაიონში და წლებია, იქ კაცს აღარ უნახიხართ, ბევრი ფული იშოვეთ და აქედან გაიქეცით. კორუფცია არის თქვენი სამარკო ნიშანი“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისათვის, შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება. გომელაური, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

გომელაური შოვის სტიქიაზე: „ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა – შეუძლებელი“

გომელაური: შოვში, სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g