LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე: ექსპერტიზის გარეშე დაიწყო ჩანაწერების ფრიალი, 21-ე საუკუნეში არასერიოზულად მიმაჩნია – უამრავი ნაგავი წამოვა ხალხო

167
xachapuridze_w_h

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი მეტადონის პროგრამაშია ჩართული, სიმართლეს არ შეესაბამება და „სისულელეა“.  მან ჟურნალისტებთან ისაუბრა მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზეც და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის გარეშე ჩანაწერების ფრიალი არასერიოზულია.

„ექსპერტიზის გარეშე დაიწყო ჩანაწერების ფრიალი. 21-ე საუკუნეში, არასერიოზულად მიმაჩნია. უამრავი ნაგავი წამოვა ხალხო. გუშინ სასამართლო პროცესი დამთავრდა 100-0, ჩვენს სასარგებლოდ.

გულაშვილს გაუკეთებია განცხადება, მეტადონის პროგრამაზე მიმართა სააკაშვილმაო. წარმოუდგენელი რაღაცები მესმის! ეს არის სისულელე, ავადმყოფობის ისტორია ვიცი, 4000 -გვერდიან ისტორიაზე ვიცი მძიმე სადაა დასმული”,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ძალიან ეშინია” და “მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში”.

„არც მომისმენია და არც მაინტერესებს ეს სისულელეები“ – რას ამბობს გიული ალასანია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g