LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე: კლინიკა „ვივა მედი“ გადავიდა თავდაცვის რეჟიმში.. ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება?

185
ფორტუნა (51)

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ვივა მედში“ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და წერს, რომ კლინიკა თავდაცვის რეჟიმში გადადის.

„დღეს ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რომ არაფრით არ დაუშვებს კლინიკის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვას.

რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი?

კლინიკა „ვივა მედი“ გადავიდა თავდაცვის რეჟიმში.

სად არის აქ პაციენტის ინტერესები და უფლებები? ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება? ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, „ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“.

ყველაფერს აკეთებენ ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის.
ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა და შედეგი მიღწეულია.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა .

მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს, ვინც მონაწილეობას იღებს ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში, შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება!

შეგახსენებთ❗️

სიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციით „ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.“ – წერს შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: „თავისი ფეხით შემოვიდა და ახლა მას უჭირს გადაადგილება.. შემოსვლის პირველი დღიდანვე შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ“

აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ყოველდღიურად 300-400 კალორიას იღებს, მადა ფსიქოემოციურ ფონზე აქვს დაქვეითებული: სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ენდოკრინოლოგი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g