უცხოელებს ეჭვი გაუჩნდათ, სააკაშვილის პოლონიუმით შესაძლო, მოწამვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციისგან მიიღეს პასუხი თუ რა კვლევები უნდა ჩაუტარდეს ყოფილ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა პოლონიუმით მოწამლული.
“ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან, უცხოელებს ეჭვი გაუჩნდათ, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, „პოლონიუმით“ იყოს მოწამლული. საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს მივწერეთ, მათგან პასუხი მოგვივიდა, ამის დასადგენად თუ რა კვლევები უნდა ჩავატაროთ.
ახლა საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს მივმართეთ და ვეკითხებით, შეუძლიათ თუ არა აღნიშნული კვლევების ჩატარება, ისინი გვწერენ, რომ მათ არ შეუძლიათ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.