LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არევაძემ რომ არ გადაუვადოს სასჯელი ან არ გაათავისუფლოს, შეიძლება იმ დღესვე დაამთავროს სააკაშვილმა სიცოცხლე: შალვა ხაჭაპურიძე

208
შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, რაც ექსპერტიზის დასკვნაშიც არის აღნიშნული.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

„ურთულესია, რომ მოსამართლემ ამ შტურმის ფონზე, რასაც ბოლო დღეებია ვუყურებ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. ძალიან ძნელია… მე თავად გახლდით მოსამართლე და ვიცი, რასთან არის დაკავშირებული.

საკითხი არ უნდა იდგეს მოსამართლე გმირობას ჩაიდენს თუ არა. საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ამავე ექსპერტიზაში აღნიშნულია, რომ ეს უშლის ხელს სასჯელის მოხდას. უმარტივესი თემატიკაა.

ჩვენი სასამართლო სისტემა არ არის გერმანიის ან დიდი ბრიტანეთის. ყველამ იცის ქართულ მართლმსაჯულებაზე რა ანგარიშებია დადებული. მყიფეა საკმაოდ სასამართლოს დამოკიდებულება და ამ ფონზე შიშები..

მოსამართლე გიორგი არევაძემ რომ არ გადაუვადოს სასჯელი ან არ გაათავისუფლოს, შეიძლება იმ დღესვე დაამთავროს სააკაშვილმა სიცოცხლე“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

 

❗ არევაძემ რომ არ გადაუვადოს სასჯელი ან არ გაათავისუფლოს, შეიძლება იმ დღესვე დაამთავროს სააკაშილმა სიცოცხლე
? შალვა ხაჭაპურიძე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Sunday, 18 December 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები