LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი ამბობს, რომ დაღლილია პოლიტიკური კონფრონტაციით, პოლარიზაციით: მარინა კალიურანდი

113
47684-012

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრმა, ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ხალხი პოლიტიკური კონფრონტაციითა და პოლარიზაციით დაიღალა.

„მე გავესაუბრე ხალხს, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის მხარეს. ხალხი ამბობს, რომ დაღლილია. ისინი დაიღალნენ პოლიტიკური კონფრონტაციით, პოლარიზაციით. ეს იყო გზავნილი, რომელიც ქართველი ხალხისგან მივიღე არჩევნებზე დაკვირვებისას. ხალხს სურს სიმშვიდე, სტაბილურობა და სურთ ფოკუსირება იმ პრობლემებზე, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

მან ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა ქვეყნის ინტერესები პარტიულზე მაღლა დააყენონ და მეტი დრო დაუთმონ ხალხის საჭიროებას.

მისივე განცხადებით, საქართველო ევროკავშირის ახლო პარტნიორი და ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების ერთგულია.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამას, ვიდრე საქართველო დემოკრატიულ გზას ადგას, მაგრამ ახლა მოვუწოდებდი ყველა პოლიტიკურ ძალას, პარტიულ ინტერესებზე მაღლა წინ დააყენონ ქვეყნის ინტერესები, დაამშვიდონ ქვეყანა და გააგრძელონ მუშაობა იმ საკითხებზე, რომლებიც ხალხს რეალურად აწუხებს. ეკონომიკა, კოვიდი, დემოკრატიული და საკონსტიტუციო რეფორმები, სასამართლო, საარჩევნო კოდექსი – ბევრია გასაკეთებელი“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g