LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს უმუშევრობა არნახულად არის შემცირებული“ – გოცირიძე მთავრობის ანგარიშზე

122
რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმიანება მთავრობის წლიურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა.

რომან გოცირიძე აღნიშნულს მანიპულაციად აფასებს და აღნიშნავს, რომ „ქვეყნიდან ხალხი გარბის და ადამიანებს თვალში ნაცარს აყრიან“.

„ფაქტია, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. გაიზარდა ფასები, 15 %-იანი ზრდა იყო 2021-ში, 10 %-იანი 2022- ში და ინფლაცია წელსაც გრძელდება.

ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში არნახულად არის უმუშევრობა შემცირებული. ძალიან მარტივი მანიპულაციაა,  უმუშევრობა განისაზღვრება სამუშაო ძალასთან მიმართებით, სამუშაო ძალა შემცირდა და თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში.

თუ სამუშაო ძალა შემცირდება 100 ათასით მაშინ, იდეალური სურათი იქნება. თუ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი უცხოეთში წავა, ბუნებრივია, უმუშევრობა გამოვა ნული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის წლიური ანგარიში პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს უმუშევრობის დონზე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

ასევე, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მთავრობის ინტენსიურ მუშაობაზე დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. მთავრობა ანგარიშში დეტალურად მიმოიხილავს ევროკავშირთან ურთიერთობას. აქვე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა.

ამავე თემაზე:

უკრაინისადმი გაწეულმა დახმარებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა, უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს – მთავრობის ანგარიში 

„საქართველო კორუფციის ინდექსით, პირველია რეგიონში და ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში“ – მთავრობის საქმიანობის ანგარიში 

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3,39 პროცენტით შემცირდა – მთავრობის ანგარიში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები