LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინისადმი გაწეულმა დახმარებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა, უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს – მთავრობის ანგარიში

139
დახმარება უკრაინა

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით“, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინისადმი სოლიდარობა საქართველომ საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობისა თუ განცხადებებზე მიერთების გზით.

„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“.- ნათქვამია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც.

„2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g