“რეაქცია იმაზე, რომ გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა დააგვიანეს რეგლამენტაცია, ამის გულისთვის მას მოუწია თანამდებობის დატოვება, არც თუ ისე დიდი დანაშაული ჩაუდენია”,- ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს „იუნისეფი“-ს კვლევაზე კითხვის პასუხად გააკეთა. ივანიშვილის აზრით, სწორედ რეგულაციების დაგვიანების გამო, მოსახლეობის ნაწილი კრედიტებს იღებდა და ვეღარ ისტუმრებდა.
“რეაქცია იმაზე რომ დააგვიანა კვირიკაშვილმა, დააგვიანა კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა. აქ არ არის დიდი დანაშაული. რეგლამენტაცია რაც კვირიკაშვილს პასუხი ჰქონდა, რომ საჭირო არ იყო, თუმცა მეს მას განსხვავებული პოზიცია დავუსაბუთე გუნდთან ერთად, ამის გულისთვის მას მოუწია თანამდებობის დატოვება. არც თუ ისე დიდი დანაშაული ჩაუდენია, თუ გაანალიზებთ, თანაც ამას ეკონომისტებში, მართლაც შეიძლება განსხვავებული აზრი ნახოთ ამასთან დაკავშირებით. ეს რეგლამენტაციები მოახდინა ახალმა ფინანსთა მინისტრმა და შემდგომ დღევანდელმა პრემიერმინისტრმა,”-განაცხადა ივანიშვილმა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა.
„ერთ-ერთი და მთავარი მუხლი გახლდათ სწორედ ის, რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო იყო დევალვაცია და არა ინფლაცია, ვისაც სესხი ჰქონდა აღებული და ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. აქციზების ზრდაც იყო მიზეზი, რაც გამოიწვია მოგების გადასახადის გაუქმებამ. ეს კარგად განვმარტე პირველ არხთან. იუნისეფი-ს კვლევებზე გავაკეთეთ განმარტება, მთელი ინტერვიუ მივუძღვენი. თუ ვინმეს დარჩა უკმარისობის განცდა, ნახონ პირველ არხთან ინტერვიუ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
