LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა: ხვიჩია

118
იაგო ხვიჩია

მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა და არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა, არ წყდება პოლიტიკოსების და საზოგადოების წევრების გამოხმაურება.

ანა დოლიძე: კალაძის მოწოდება ნარკოტესტის ჩაბარებაზე, არის საბჭოთა პოლიტიკის გაგრძელება

აღნიშნულ საკითხს ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია და ამბობს, რომ ზოგადად ეს წესი ძალიან უხერხულია და მას ძალიან ეუხერხულება.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, თუ კითხვები არსებობს მისი შარდის შესახებ, მირჩურჩევნია ღიად დავაფიქსიროს, რომ არ არის სუფთა, ვიდრე მის ჩასაბარებლად იაროს:

“მე მგონია, რომ ზოგადად ეს წესი ძალიან უხერხული წესია და ძალიან მეუხერხულება, როცა კახა კალაძეს ჩვენ, სახელმწიფო სისტემა ვაგზავნით სადღაც შარდის ჩასაბარებლად. ასევე, მეუხერხულება ეს, როცა ჩემს თავს ეხება ან სხვას, ამიტომ ყოველთვის ღიად ვაცხადებ – ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა, ვიდრე ვიარო სადღაც კოლბებით ჩასაბარებლად. ასე ერთმანეთს არ უნდა მოვექცეთ პოლიტიკოსები, ეს არაფერ შუაშია, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს მომავალში.” – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. როგორც მან განაცხადა, “ყველანაირად სუფთაა”. მისი თქმით, “სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის”. კალაძის განცხადებითვე, სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც “თავის სისუფთავეში დარწმუნებულია”, ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას გაიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g