LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხო, ვინ რა სამეგრელოს კვალზე გამიყვანა? მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში… თავიდანვე ვიცოდი, რომ მეგრელი ვიყავი“ – რას პასუხობს თამუნა მუსერიძე მაია ასათიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას

6041
თამუნა მუსერიძე , მაია ასათიანი

ჟურნალისტმა მაია ასათიანმა გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ კიდევ ერთხელ გაიხსენა ის წლები, როდესაც მისი საავტორო გადაცემა „პროფილის“ გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემას აშუქებდა. ამ კონტექსტში მაია ასათიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინეს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის ისტორია და თქვა, რომ „თამუნა მუსერიძე „პროფილში“ რამდენჯერმე იყო სტუმრად, როცა გადაწყვეტილიც არ ჰქონდა, რომ ამაზე საჯაროდ ესაუბრა და საკუთარი ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა“.

ვიდეო: „სამწუხაროდ, თამუნა ამ თემაზე არ საუბრობს, მაგრამ რადგან თემა საჯაროა, მინდა მოგიყვეთ“ – მაია ასათიანი

„როდესაც ამხელა ასპარეზზე ასეთ აღიარებას მიაღწევ, ერთხელ ხომ შეიძლება თქვა, რომ შენ სხვა ჟურნალისტების საქმე გააგრძელე, განავითარე, შექმენი გვერდი, სადაც ადამიანები ერთმანეთს პოულობენ. ძალიან კარგი პლატფორმაა, არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსე, ეს მისასალმებელია, მაგრამ თქვა, რომ ეს თემა შენ აღმოაჩინე, ეს გამოძიება შენ ჩაატარე – არასწორია, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან სხვებისთვის უცნობი ჟურნალისტები, რომლებიც წლების მანძილზე ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ.

თამუნა მუსერიძე „პროფილში“ რამდენჯერმე იყო სტუმრად, როცა გადაწყვეტილიც არ ჰქონდა, რომ ამაზე საჯაროდ ესაუბრა და საკუთარი ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა.

ერთი კვირის მანძილზე ვთხოვდით – ის ცნობილი ადამიანი იყო და მისი მაგალითი სხვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა – დავითანხმეთ და ძებნა დავიწყეთ.

ამ ამბავს ჟურნალისტი სოფო ოჩხიკიძე ხელმძღვანელობდა, ამ სამი წლის მანძილზე სოფო თამუნას ისევ ეხმარებოდა როგორც მისი, ასევე სხვების ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში.

როცა ძებნაში „პროფილის“ ჟურნალისტი გეხმარება, ერთხელ მაინც, სადმე თქვი, მეტი არავის არაფერი არ უნდა. კარგი, არავის აღარაფერში სჭირდება ტელევიზიიდან წასული მაია ასათიანი, მაგრამ სოფოს დაურეკე და უთხარი: „სოფო, შენი კვალი მცდარი იყო“, ან უთხარი, რომ „სწორი იყო სამეგრელოს კვალი“, – თქვა მაია ასათიანმა.

მაია ასათიანის მიერ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას მალევე გამოეხმაურა თავად თამუნა მუსერიძე, ავტორი პროექტისა „ვეძებ“, რომელმაც დაარსების დღიდან ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს აცხადებს, რომ მან ბიოლოგიური მშობლების ძიება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე გადაცემაში „პროფილი“ მივიდოდა.

„ის, რომ მეგრელი ვიყავი, თავიდანვე ვიცოდი, ეს მოვყევი აბსოლუტურად ყველა გადაცემაში – „პროფილშიც“, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც, გია ჯაჯანიძესთანაც.

მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში. არ დამეხმარეს იმიტომ კი არა, რომ ხელი მკრეს, ვერ დამეხმარნენ. სამი წლის წინ, ჩემს ბიძაშვილს, ნიას რომ არ გაეკეთებინა ტესტი, მე ჩემს ნათესავებს ვერ ვიპოვიდი

რა პირველწყარო? საერთოდ, რას ლაპარაკობთ ხალხო? მე ჩემი ისტორიის და ჩემი მშობლების ძიება ბევრად უფრო ადრე დავიწყე, მანამ სანამ მივიდოდი გადაცემაში „პროფილი“, უბრალოდ ამის საჯაროდ გახმაურება არ მინდოდა.

ვიდეო: „ბოდიში, ვერ ვიტყვი რომ მოპარული ბავშვი ვარ“ – თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

„ბოდიში, ვერ ვიტყვი რომ მოპარული ბავშვი ვარ“ – თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

„პროფილში“ იცოდნენ ჩემი ისტორია, რადგან გადაცემის პროდიუსერი იყო ჩემი შვილის ნათლია, ძალიან მთხოვეს მივსულიყავი და ეს ისტორია მომეყოლა. მე არავინ დამპირებია დახმარებას, არ იფიქროთ, რომ მე უმადური ადამიანი ვარ და ვიღაცა ეცადა ჩემს დახმარებას, ვერანაირი კვალზე ვერ გავედი ამდენი წლის განმავლობაში.

ხოდა, ხალხო, ვინ რა სამეგრელოს კვალზე გამიყვანა, 2017 წელს, მე რომ მივედი „პროფილში“, ვთქვი რომ მეგრელი ვარ, ისიც ვთქვი, რომ გვარად ვარ კვირკველია ან კაკაჩიათქო და აღმოვჩნდი, კეკელია…

სამეგრელოს კვალზე თავიდანვე ვიდექი. კეკელია არის დედის გვარი და როდესაც ბავშვი არაკანონიერ ქორწინებაში არის გაჩენილი, ბავშვი დედის გვარზე იწერება ანუ მე ვეწერე კეკელიაზე, ნათლიაჩემს ახსოვდა კვირკველია“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g