ფოტო: TBC Concept – თიბისი კონცეპტი
განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია – ლეგენდარული ქართველი მომღერალი 89 წლის გახდა.
ყველასთვის საყვარელ მომღერალს დაბადების დღე პირდაპირ ეთერში მიულოცა რადიო „ფორტუნამ“.
როგორც თათა სადრაძის გადაცემაში „არტ FM“ ნანი ბრეგვაძემ აღნიშნა, მისთვის ბედნიერებაა ის სიყვარული, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს საზოგადოების მხრიდან:
„სასიამოვნოა ასე რომ ვახსოვარ ხალხს, ეს ბედნიერებაა…
ბოლო ხანებში, ის ხალხი, ჩემი მეგობრები, რომლებიც ასე ვთქვათ თავიანთი მოქმედებებით, იუმორით, სიმღერით ფეიერვერკებს აკეთებდნენ აღარ არიან.
ძალიან ცოტანი დავრჩით…
დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი მაკლია.
თუმცა ცხოვრება წინ მიდის, მიყვარს ახალგაზრდები, ჩემი შვილის მეგობრები ჩემი მეგობრები გახდნენ…
ძალიან მიყვარს ყვავილები, იმდენი ყვავილები გამომიგზავნეს დღეს… ვერ წარმოიდგენთ, როგორ ივსება ჩემი გული, მაგრამ ძალიან მრცხვენია, ჩემს დაბადების დღეზე შებოჭილი ვარ რომ წუხდებიან ჩემს გამო…
არ მიყვარს დაბადების დღის გადახდა, უხერხულად ვარ, არ მინდა ხალხი შევაწუხო…
მიყვარს ჩემი დაბადების დღე, მადლობელი ვარ, რომ ასეთი ცხოვრება მაჩუქა ღმერთმა… რამდენი არასასიამოვნო მომენტი ყოფილა ცხოვრებაში, მაგრამ მთლიანობაში რომ დავფიქრდე კარგი ბედის ადამიანი ვარ მარტო იმიტომ, რომ მყავს შვილი, შვილიშვილები, შვილთაშვილები…
ჩემი შვილიშვილი ჭკვიანი ბავშვია…“ – ამბობს ნანი ბრეგვაძე.
✨ ნანი ბრეგვაძე იუბილარია 🎂 ლეგენდარული მომღერალი 89 წლის გახდა. ❤ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მომღერალს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს!
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on კვირა, 20 ივლისი, 2025