LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მათ ეკუთვნით” – წულუკიანი ტელევიზიებზე დადებულ ინკასოს სამართლიანად მიიჩნევს

146
22

ფინანსთა სამინისტრომ სამ ტელეარხს ინკასო დაადო. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ტელევიზიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება უნდა გადაიხადოს. წულუკიანის თქმით, ამ მიმართულებით შერჩევითი მიდგომა უნდა დასრულდეს.

„ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე, რადგან ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, მათ შორის ტელევიზიებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მათ ეკუთვნით“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ხელისუფლების შეტევა კრიტიკულ მედიაზე" - სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანიების მხარდასაჭერ აქციას მართავენ

მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები სოლიდარობას უცხადებენ იმ ტელევიზიებს, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა, რომ ერთი დღის ვადაში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა უნდა დაეფარათ. ვადის გასვლის შემდეგ კი, „რუსთავი 2-ის“, „კავკასიას“ და „ტვ პირველის“ ანგარიშებს ინკასო დაადო.

“რატომ არ ადევს ინკასო იმედის და მაესტროს ანგარიშებს, რომელთა დავალიანება 27 მილიონი ლარია”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g