LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალვაში წილების ნახევარს აქიმიძესა და დვალს უთმობს

82

“თუ სასამართლო დაადგენს, რომ “რუსთავი 2″ მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს”, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა  პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთის წინ განაცადა. ხალვაში საკუთარ გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენად აფასებს.

 

“მე პირველი დღიდანვე განვაცხადე, რომ ეს არ არის ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. ამ შემთხვევაში მე მინდა სამართლიანობა აღდგეს ყველა ადამიანისათვის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდა. ეს ეხება არა მარტო “რუსთავი 2”-ს, არამედ ყველა სხვა პირად საკუთრებას, რომელიც დაიკარგა და ჩამოართვეს.
ჩვენი ბრძოლის პირველი დღიდან დაწყებული განვაცხადეთ, რომ ჩვენი კომპანია იქნება პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. მე ეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გავითვალისწინე, რომ ხალხს უნდოდა სამართლიანი ყოფილიყო. თუ სასამართლო დაადგენს რომ “რუსთავი 2″ მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g