LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმულთა სახლ „ბარბარეს“ ბენეფიციარებს ახალი ბიბლიოთეკა მოუწყვეს – „სრულიად შესანიშნავ ადამიანებთან ლიტერატურის რაობაზე ფიქრი გავცვალეთ“

120
გიორგი კეკელიძე

„წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ კიდევ ერთი ბიბლიოთეკა მოაწყო – საზოგადოების თავმჯდომარის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ამიერიდან ახალი ბიბლიოთეკა ხანდაზმულთა სახლ „ბარბარეს“ ბენეფიციარებსაც ექნებათ.

როგორც გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, სტუმრობი დროს, მათ სრულიად შესანიშნავ ადამიანებთან ლიტერატურის რაობაზე ფიქრი გაცვალეს.

„მარიამ ქელბაქიანი ჩვენი მოძრაობის ელჩი გახდა ამ მიმართულებით.

აპრილი წიგნის ჩუქების თვეა. 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღე“, – წერს გიორგი კეკელიძე.

დღეს. ხანდაზმულთა სახლ ,,ბარბარეს" ბენეფიციარებს ახალი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. სრულიად შესანიშნავ ადამიანებთან ლიტერატურის…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2025

შეგახსენებთ, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ საქართველოს ქალაქებისა და სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის წიგ­ნე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბას, ასევე სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე­ე­ბის მო­წყო­ბას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

magti 5g