თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. ცეცხლი მიკროავტობუსს გაუჩნდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.