ხანძარი კალიფორნიაში – დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ტყის მასივი შტატის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში იწვის. ხანძრის ლოკალიზებას 4 ათას 500-ზე მეტი მეხანძრე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ცდილობს. ოპერაციაში სახანძრო ავიაციაც მონაწილეობს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი უწყობს ხელს.
საცხოვრებელი სახლების დატოვება ათასობით ადგილობრივ მცხოვრებს მოუწია. შტატში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.