LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი „ლილო მოლში“ – მოვაჭრეები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ

431
ხანძარი

ორ საათზე მეტია, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს და ცეცხლის ქრობაში 22 ავტოცისტერნაა ჩართული.

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ცეცხლი 5 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

„ლილო მოლში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მომხდარის დეტალებზე მოვაჭრეები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობენ.

მათი თქმით, ცეცხლი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც ძირითადად ნაძვის ხეებისა და ტანსაცმლის საწყობები იყო განთავსებული.

მათივე თქმით, ხანძრის ტერიტორია ყველამ დროულად დატოვა და დაშავებული არავინ არ არის. რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, ერთ-ერთი მოვაჭრე „ინტერპრესნიუსთან“ ხანძრის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენის დროს ტერიტორიაზე შედუღების აპარატს იყენებდნენ.

როგორც ცოტა ხნის წინ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის „ლილოს“ ბაზრობაზე, დაახლოებით, 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი – როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 სახანძრო ავტო ცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g