მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.