ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია.
ცეცხლი ყოფილ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერს მოედო.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობა ბოლო წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.