რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ღია სივრცეში, ნარჩენებს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.